17.09.2023

როგორ შევქმნათ პოსტერი?

Ø პოსტერები იქმნება სხვადასხვა მიზნით;

Ø პოსტერზე ავტორი თვალსაჩინოდ  გამოხატავს თავის სათქმელს/გზავნილს რაიმე თემაზე, საკითხზე/პრობლემაზე, მოვლენაზე.

Ø პოსტერზე შეიძლება გამოყენებული იყოს წარწერები, სურათები, ფოტოები, რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;

Ø გამოიყენება ვიზუალური ეფექტები სათქმელის უკეთ გამოსაკვეთად, შთაბეჭდილების მოსახდენად (სხვადასხვა ზომის თუ ფერის ასოების, წარწერებისა და ილუსტრაციების მიზნობრივი განლაგება).

Ø გამოყენებულია სხვადასხვა შინაარსის მოკლე წინადადებები. 

რჩევები

სათაური: უნდა იყოს მოკლე და საინტერესო: მისი დანახვა შესაძლებელი უნდა იყოს შორი მანძილიდან.

ტექსტი: უნდა იყოს მსხვილი ასოებით შედგენილი და გარჩევადი. თუ ნაბეჭდ ტექსტს იყენებთ, მოერიდეთ ბევრი განსხვავებული შრიფტის გამოყენებას. ტექსტი უნდა შედგებოდეს მოკლე წინადადებებისაგან და მისი წაკითხვა შესაძლებელი უნდა იყოს ზომიერად შორი მანძილიდან.

სურათები, ფოტოები, გრაფიკა: უნდა ესადაგებოდეს თემას და გამოხატავდეს თქვენს სათქმელს, ასევე, საინტერესოს უნდა ხდიდეს პოსტერს. ნუ გადატვირთავთ პოსტერს, არჩევანი გააკეთეთ რამდენიმე შთამბეჭდავ სურათზე, ფოტოზე ან გრაფიკაზე.

სქემა: სად უნდა ჩავსვათ სათაური, ქვესათაურები, სიმბოლოები, ფანჯრები, ფოტოები ან სურათები? სანამ პოსტერის საბოლოო ვარიანტის მომზადებას შეუდგებოდეთ, განსაზღვრეთ ამ ელემენტების ადგილი.

გაითვალისწინეთ: პოსტერისათვის შერჩეული ფორმატი უნდა იყოს შევსებული თქვენ მიერ შერჩეული ელემენტებით, მაგრამ არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული.

Комментариев нет:

Отправить комментарий